Статья 86
1. საზღვაო ნავსადგურში გემის შესვლის, გასვლის, დგომის, სატვირთო ოპერაციის, მათ შორის, სახიფათო ტვირთის შენახვის, და სატვირთო ოპერაციის განხორციელების, გემის საწვავით გამართვის, სალოცმანო გაცილების წესები და პირობები და სხვა საკითხები განისაზღვრება „ნავსადგურის წესებით“, რომელსაც ამტკიცებს სააგენტო.
2. სააგენტო სამხედრო ნავსადგურის, გემთმშენებელი და სხვა საწარმოების, რომელთა აკვატორია ემიჯნება საზღვაო ნავსადგურის აკვატორიას, უფლებამოსილ რწმუნებულთან ერთად ადგენს ნავსადგურებში და მათ მისასვლელებთან მოძრაობის წესებს. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. თავი V 1 . საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
