Статья 4^1. იურიდიული დახმარებით მოსარგებლე არასრულწლოვანი
1. არასრულწლოვანი სარგებლობს უფასო იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით).
2. იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ყველა არასრულწლოვნისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, აგრეთვე ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების საშუალებით.
3. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე 18 წლიდან 21 წლამდე ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3716 - ვებგვერდი, 24.06.2015წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2388 – ვებგვერდი, 12.06.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5016 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5916 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.
