1.აცილების განცხადების შემდეგ სასამართლომ (მოსამართლემ) შეიძლება მოუსმინოს მხარეებს, აგრეთვე იმ პირს, რომლის მიმართაც განაცხადეს აცილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
1.აცილების განცხადების შემდეგ სასამართლომ (მოსამართლემ) შეიძლება მოუსმინოს მხარეებს, აგრეთვე იმ პირს, რომლის მიმართაც განაცხადეს აცილება.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Всегда актуальная правовая база
2.აცილების საკითხს სასამართლო წყვეტს ადგილზე მოთათბირებით ან სათათბირო ოთახში.
3.თუ აცილება განუცხადეს მოსამართლეს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, აცილების საკითხს წყვეტს თვით ეს მოსამართლე. აცილების მიღების ან თვითაცილების შემთხვევაში მოსამართლე საქმეს გადასცემს სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს სხვა მოსამართლეს. თუ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არ არის სამოქალაქო საქმის განმხილველი სხვა მოსამართლე, მაშინ სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს უგზავნის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოსათვის გადასაცემად.
4.თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური შემადგენლობის ერთ-ერთ მოსამართლეს, ამ მოსამართლის აცილების საკითხს გადაწყვეტენ სხვა დარჩენილი მოსამართლეები ასაცილებელი მოსამართლის დაუსწრებლად. მოსამართლის აცილების წინააღმდეგ ან ასეთი აცილების მხარდასაჭერად ხმების თანაბარი რაოდენობის დროს მოსამართლე აცილებულად ითვლება. ასეთ შემთხვევაში იგი უნდა შეიცვალოს სხვა მოსამართლით.
5.თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური სასამართლოს მთელ შემადგენლობას ან მის უმრავლესობას, აცილების საკითხს წყვეტს ამავე სასამართლოს სრული შემადგენლობა ხმების უმრავლესობით. კოლეგიური სასამართლოს მთელი შემადგენლობის ან მისი უმრავლესობის აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა ამავე სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმეს განსახილველად გადასცემს კოლეგიური სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
6.საქართველოს უზენაესი სასამართლოს პალატის ან სააპელაციო სასამართლოს პალატის მთელი შემადგენლობის აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას კანონით დადგენილი წესით განსახილველად გადასცემს სხვა შემადგენლობას. თუ სააპელაციო სასამართლოში აცილების მიღებისას ან ამ კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეუძლებელია მოსამართლეთა ახალი შემადგენლობის შექმნა, საქმე ეგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სხვა სააპელაციო სასამართლოსათვის გადასაცემად. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1494 – პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998 წ., გვ.32 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.64 საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227 საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი