საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Статья 272. საქმის წარმოების შეწყვეტა
სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ: ა) საქმე არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმად მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის; ა 1 ) არ არსებობს დავის საგანი; ბ) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; გ) მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე; დ) მხარეები მორიგდნენ; დ 1 ) შედგენილ იქნა სამედიაციო მორიგება და სამედიაციო მორიგების შინაარსი/პირობები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან საჯარო წესრიგს, ან, სამედიაციო მორიგების შინაარსიდან გამომდინარე, მისი აღსრულება შეუძლებელი არ არის, ანდა საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარემ სასამართლოს წარუდგინა საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომლითაც სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია; ე) საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა; ე 1 ) არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა; ვ) ( ამოღებულია - 18.03.2015, №3220 ); ვ 1 ) ( ამოღებულია - 19.02.2015, №3096) ; ვ 2 ) მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადების განხილვისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა უარყოფითია; ვ 3 ) არსებობს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა; ზ) კანონით დადგენილია სხვა შემთხვევა. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №223 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.82 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1281 - სსმ I, №13, 02.07.2009წ., მუხ.64 საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ. საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3096 – ვებგვერდი, 27.02.2015წ. საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3220 – ვებგვერდი, 26.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №668 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4051 – ვებგვერდი, 07.03.2024წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1159 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.
