თუ წარდგენილია განმცხადებლის სარჩელი არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე განმცხადებელს შეუძლია დააყენოს შუამდგომლობები: ა) ბავშვის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე; ბ) ბავშვის შესაბამის პირთან ან დაწესებულებაში მოთავსების შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე; გ) შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მეშვეობით ბავშვის ადგილსამყოფლის დადგენის შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე; დ) ნებისმიერი სხვა ბრძანების გაცემის თაობაზე, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს კონვენციის დებულებებიდან გამომდინარე. საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4869 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Статья 351^10. შუამდგომლობა სასამართლო ბრძანების თაობაზე
Редакция №178 Сверено с действующей редакцией · 24 июн. 2026 г.

