დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის შესახებ სასამართლო იღებს განჩინებას, რომელშიც უნდა მიეთითოს იმ გადაწყვეტილების ან განჩინების შინაარსი, რომლითაც დაკარგული საქმის წარმოება იყო დამთავრებული. განჩინებაში ასევე უნდა აღინიშნოს, რა საპროცესო მოქმედებები სრულდებოდა დაკარგული საქმის წარმოების დროს. დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის შესახებ სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Статья 351^5. სასამართლოს განჩინება დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის შესახებ
Редакция №178 Сверено с действующей редакцией · 24 июн. 2026 г.





