საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Всегда актуальная правовая база
1.პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის თაობაზე სარჩელის აღძვრის უფლება აქვს პროკურორს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებული პირის მიმართ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ექვსი თვის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პირის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
2.მოსამართლე პირს ცნობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად, თუ სათანადო მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე გაირკვა, რომ არსებობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
3.მოსარჩელე ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები მოპასუხის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის შესახებ.
4.პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობა იწვევს მსჯავრდებული პირის მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ჯარიმის სახით დაკისრებული თანხის გადახდევინების (ქონების ჩამორთმევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში – ეკვივალენტური ღირებულების ქონების ჩამორთმევის ან თანხის გადახდევინების) აღსრულების მიქცევას მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის ქონებაზე.
5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული აღსრულების მიქცევა მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის ქონებაზე არ გამორიცხავს მსჯავრდებული პირის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №797 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.284
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ