დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Статья 45^2. (ამოღებულია)
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5266 - ვებგვერდი, 24.11.2011წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. მუხლი 45 3 . (ამოღებულია) საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1470 - ვებგვერდი, 16.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 25 დეკემბრის კანონი №2981 - ვებგვერდი, 30.12.2014წ. საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №186 - ვებგვერდი, 29.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. მუხლი 45 4 . ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-18 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების მოქმედება იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომელთა საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობს 1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, სამართლებრივი აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო ვალდებულია აღსასრულებელ სამართლებრივ აქტში მიუთითოს შესაბამისი პრობაციის ბიურო, სადაც მსჯავრდებული გამოცხადდება.
