1.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში უნდა მიეთითოს: ა) გადაწყვეტილების გამოტანის დრო და ადგილი; ბ) სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა; გ) სააპელაციო საჩივრის შემომტანი პირის დასახელება; დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
2.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს: ა) სააპელაციო საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნას; ბ) საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთებას. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ცალკეულ შეფასებებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, დასაბუთება მათზე მითითებით იცვლება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
3.გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სააპელაციო საჩივრის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების, აგრეთვე გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადისა და წესის თაობაზე. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4209 - სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.51 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4037 - სსმ I, №75,27.12.2010 წ., მუხ.480 საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1919 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.




