საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Статья 414. კერძო საჩივრის შეტანა
1. კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 414-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამავე კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებთან მიმართებით გამორიცხავს მშობლის მიერ შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის უფლებამოსილების მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განკარგულების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება №1/2/1731 – ვებგვერდი, 11.03.2025წ.
2. კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.227 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება №1/2/1731 – ვებგვერდი, 11.03.2025წ.
