Статья 80
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ტუბერკულოზთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელებას. ამ საქმიანობას სახელმწიფო კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობით ახორციელებს. ტუბერკულოზთან ბრძოლის მიზანია ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა, საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელების თავიდან აცილება, ტუბერკულოზით დაავადებული ცალკეული პაციენტების განკურნება და მათი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაცია.
2. საქართველოში ტუბერკულოზის კონტროლის ღონისძიებების ორგანიზების ძირითადი სამართლებრივი, ორგანიზაციული და ფინანსური პრინციპები განისაზღვრება, ტუბერკულოზის კონტროლთან და ტუბერკულოზით დაავადებული პირის უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით . საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4633 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
