სახელმწიფო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს მათთვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას სხვებთან თანასწორად, რაც გულისხმობს: ა) ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების ხელმისაწვდომობას; ბ) სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელებას; გ) შესაბამისი სტანდარტებისა და მეთოდების დანერგვის ხელშეწყობას, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კონკრეტული სერვისით სარგებლობას ხელმისაწვდომს გახდის; დ) პრევენციული, ადრეული დიაგნოსტიკისა და სამკურნალო-სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდებას, რაც უზრუნველყოფს შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევი ზოგადი მიზეზების იდენტიფიკაციას და შესაძლებლობის შეზღუდვის მინიმუმამდე დაყვანას.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ


