საქართველოს კანონით „ თამასუქის შესახებ
Статья 43. პრეტენზიები უკუმოთხოვნის წესით
Редакция №3 Сверено с действующей редакцией · 23 дек. 2017 г.
პირმა, რომელმაც გაანაღდა თამასუქი უკუმოთხოვნის წესით, ადრინდელ ინდოსანტებს შეიძლება მოსთხოვოს: ა) მის მიერ გადახდილი მთელი თანხა; ბ) პროცენტები, გადახდილი თანხის ექვსი პროცენტის ოდენობით, რაც გამოიანგარიშება გადახდის დღიდან; გ) მის მიერ გაწეული ყველა ხარჯი; დ) საურავი, რომელიც დაირიცხება ამ კანონის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-4 პუნქტით მითითებული წესით.
