1.საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საამისოდ უფლებამოსილი პირი.
1.საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საამისოდ უფლებამოსილი პირი.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საჯარო დაწესებულების მოხელეების ინტერესებიდან გამომდინარე.
3.ამ მუხლით გათვალისწინებული პროცესის განხორციელების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებულია: ა) საჯარო დაწესებულებას გაუწიოს მეთოდური დახმარება ინსტიტუციურ მოწყობაში და შეიმუშაოს ამ კანონით გათვალისწინებული რეკომენდაციები; ბ) საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შემთხვევაში საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოიძიოს ინფორმაცია საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების შესახებ; გ) საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შემთხვევაში შტატების შემცირებისას ხელი შეუწყოს შესაბამისი მოხელეების მობილობას საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის მობილობის წესის შესაბამისად.
4.საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №165 – ვებგვერდი, 29.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №315 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.
Изменения, которые прошла эта статья
Paras 2-3 revised: Reorganization/liquidation requires notification *and* support (methodological assistance, recommendations) from the Government Administration.
акт об изменении №6419070Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.