Статья 124. სამსახურის სტაჟი
1. სამსახურის სტაჟი მოიცავს სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდებს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ფრაქციის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციების აპარატებში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატში საქმიანობის, სტაჟირების, გამოსაცდელ, პროფესიული განვითარებისა და რეზერვში ყოფნის პერიოდებს.
2. საჯარო სამსახურის სტაჟის შესახებ ინფორმაცია აისახება საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
3. სამსახურის სტაჟის დამადასტურებელ ცნობას გასცემს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის შესაბამისად. საქართველოს 2022 წლის 8 სექტემბრის კანონი №1753 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №315 – ვებგვერდი, 21.02.2025წ. თავი XV გარდამავალი დებულებები
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საჯარო სამსახურის შესახებ
