Статья 18. სახელმწფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ვეტერანების სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები
სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ვეტერანების, რომლებსაც მინიჭებული აქვთ საბჭოთა კავშირის გმირის საპატიო წოდება ან იტალიის და იუგოსლავიის განთავისუფლებისათვის ამ სახელმწიფოთა ეროვნული გმირის წოდება, ან რომლებიც დაჯილდოებულნი არიან საბჭოთა კავშირის სამივე ხარისხის დიდების ორდენით, საქართველოს დავით აღმაშენებლის ორდენით და ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენით, ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებათა გარდა დამატებით უწესდებათ: ა) გარდაცვალების შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით ქუჩის, სკოლის, მოედნისათვის მათი სახელის მინიჭება და დაკრძალვის ადგილას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნიმუშის მიხედვით გარდაცვლილის ბიუსტის დადგმა სახელმწიფოს ხარჯზე; ბ) ოჯახისათვის (მშობლები, მეუღლე, შვილები) ერთდროული ფულადი დახმარების გაცემა 20 მინიმალური პენსიის (ხელფასის) ოდენობით.
