Статья 24. ვეტერანის უფლებათა დამადასტურებელი მოწმობა
1. ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.
2. ვეტერა ნის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.
3. ვეტერანებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის სოციალური შეღავათების ადმინისტრირებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მონაცემები. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.69 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1385 - ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6884 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
