Статья 1. სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ
1. სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ ითვალისწინებს: ა) ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნას; ბ) სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფს ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების გარანტიების, მათი პრაქტიკული შესრულებისთვის ღონისძიებათა სისტემას; გ) ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებიდან, ვეტერანების სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის პროგრამებისთვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას.
2. მუნიციპალიტეტებმა შეიძლება შეიმუშაონ და განახორციელონ მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების გარანტიების, მათი პრაქტიკული შესრულებისთვის ღონისძიებათა სისტემას და ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ვეტერანების სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის პროგრამებისათვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. საქართველოს 199 7 წლის 16 ოქტომბრი ს კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი № 44 , 11.11.1997 წ., გვ.69 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6884 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
