Статья 24^1. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
1. ამ მუხლის ამოქმედებიდან: ა) 10 დღის ვადაში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წესდება (დებულება); ბ) 10 დღის ვადაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობაზე დანიშნოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი; გ) 30 დღის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისთვის მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) 30 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს მთავრობამ უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
2. ამ მუხლის ამოქმედების დღიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.
3. ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბიუჯეტის ფორმირებისათვის. საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1686 - ვებგვერდი, 16.12.2013წ. მუხლი 24 2 . ვეტერანის უფლებათა დამადასტურებელ მოწმობასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის ოქტომბრის მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე ამ კანონის შესაბამისად გაცემული ვეტერანის უფლებათა დამადასტურებელი მოწმობა იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის ოქტომბრის მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგაც. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3828 – ვებგვერდი, 12.12.2018წ.
