ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებები – ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ორგანიზმში იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების არასაკმარისი რაოდენობით; ბ) იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა – სახელმწიფოებრივ ღონისძიებათა სისტემა, რომლის მიზანია იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების თავიდან აცილება; გ) – საკვები პროდუქტების მიკროელემენტებითა და ვიტამინებით გამდიდრება მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისათვის; დ) – იოდით გამდიდრებული მარილი; ე) – დანამატი ნივთიერება, რომელიც გამოიყენება საკვები პროდუქტების ფორტიფიკაციისათვის; ვ) – იოდირებული მარილის ან სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტის განმეორებითი იოდირება.
იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ
