იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ
Статья 11. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში გამოცემულ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „ფორტიფიცირებას დაქვემდებარებული საკვები პროდუქციის ჩამონათვალის შესახებ“; ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „არაიოდირებული მარილის სამედიცინო მიზნით იმპორტირებისა და რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“; გ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანება „ვადაგასული იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების გადამუშავების, რეიოდირების, ტექნიკური დანიშნულებით გამოყენებისა და განადგურების წესის შესახებ“; დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანება „იოდირებულ მარილსა და სხვა ფორტიფიცირებულ საკვებ პროდუქტებში ფორტიფიკანტების შემცველობისა და ფორტიფიცირების მეთოდის შესახებ“.
