იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ
Статья 3. იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის ძირითადი პრინციპები
იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის ძირითადი პრინციპებია: ა) საკვები პროდუქტების ფორტიფიკაციის ეროვნული პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; ბ) იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების საქართველოში იმპორტირების, წარმოებისა და რეალიზაციის ეროვნული სტანდარტების შემუშავება; გ) იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების საქართველოში იმპორტირების, წარმოებისა და რეალიზაციის სისტემაზე სახელმწიფო ზედამხედველობის და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერება; დ) იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების საქართველოში იმპორტირების, წარმოებისა და რეალიზაციის ეროვნული სტანდარტების დასაცავად სახელმწიფო ორგანოთა, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრა; ე) საკვები პროდუქტების ფორტიფიკაციის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში მოსახლეობის, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამონაწილეობის ხელშეწყობა. თავი II. იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების საქართველოში იმპორტირების, წარმოებისა და რეალიზაციის ეროვნული სტანდარტები
