1.მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადება ხორციელდება პოლიგრაფიულ საწარმოებში, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონის მოთხოვნებს.
მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ
მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ
1.მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადება ხორციელდება პოლიგრაფიულ საწარმოებში, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონის მოთხოვნებს.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.პოლიგრაფიული საწარმოები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს: ა) ამ კანონის მე-3 მუხლში აღნიშნული კატეგორიების მიხედვით ჰქონდეთ პროდუქციის დასამზადებლად განკუთვნილი სპეციალური პოლიგრაფიული მოწყობილობები; ბ) ფლობდნენ პროდუქციის დამზადების შესაბამის სპეციალურ ტექნოლოგიურ პროცესებს, ორიგინალების, ნიმუშების, საბეჭდი ფორმების ბეჭდვის, მათი ნუმერაციისა და დამუშავების ჩათვლით (სპეციალური ტექნოლოგიები, მასალები, მოწყობილობები და კონტროლის მეთოდები უნდა უზრუნველყოფდნენ პროდუქ-ციის საჭირო დაცვას გაყალბებისა და არასანქცირებული ტირაჟირებისაგან); გ) ჰყავდეთ პოლიგრაფიული პროფესიის სპეციალისტები; დ) უზრუნველყოფდნენ დამზადებული პროდუქციის დაცვას სპეციალური ტექნიკური და ორგანიზაციული საშუალებებით.
3.პოლიგრაფიული საწარმოს ფართობი უნდა აკმაყოფილებდეს საწარმოს დაცვის მოთხოვნებს, კერძოდ: ა) გარდერობი უნდა განლაგდეს და მოეწყოს ისე, რომ გამოირიცხოს საწარმოდან ნაბეჭდი პროდუქციის კონტროლის გარეშე გატანა; ბ) საწარმო უზრუნველყოფილი უნდა იყოს ენერგოკვების ალტერნატიული წყაროთი – გენერატორით; გ) სასაწყობო ფართობები ნედლეულისა და მზა პროდუქციისათვის უნდა იყოს განცალკევებული; დ) უნდა არსებობდეს კლიენტის მომსახურების ოთახი.
4.პოლიგრაფიულ საწარმოში სამუშაოთა შესრულების სრულყოფილი ციკლი მოიცავს: ა) ბეჭდვამდელ პროცესებს; ბ) ბეჭდვის პროცესებს; გ) ბეჭდვისშემდგომი ოპერაციების უბანს; დ) წუნმდებელ-მაკონტროლებელ უბანს.
5.საამქროებისა და უბნების შესაძლებლობები უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების ციკლი, ნიმუშების, ნუმერაციისა და დამუშავების ჩათვლით, უნდა შესრულდეს ერთ საწარმოში. საწარ-მოთა კოოპერაცია დაუშვებელია. 5 1 . პოლიგრაფიულ საწარმო ს , რომელსაც შეუძლია პროდუქციაზე დაიტანოს 3 ან/და მეტი დამცავი ნიშანი , ესაჭიროება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლებ ის მიღება .
6.პოლიგრაფიულ საწარმოში მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშების დამზადების, აგრეთვე არამართლზომიერი ხელყოფისაგან დამცავი ნიშნების ამსახველი მატერიალური შემცველების შენახვა, დაცვა და განადგურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4523-ვებგვერდი,18.04.2011წ. თავი II. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადებისა და შენახვის წესი
Изменения, которые прошла эта статья
Addition of sub-paragraph '5 1' requiring printing houses capable of applying 3 or more security features to obtain a license for activities related to state secrets.
акт об изменении №1304441Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.