ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ
Статья 21
1. სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის ან აზარტული კლუბის ადგილმდებარეობის შეცვლის შემთხვევაში აზარტული თამაშობის ორგანიზატორმა შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შესაბამისი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი).
2. აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში ან აზარტულ კლუბში მიმდინარე თამაშობების წესში, თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში − ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების შესახებ. 2 1 . სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია ვებგვერდზე მიმდინარე თამაშობების წესში, თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში − ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების თაობაზე. ამასთანავე, მან აღნიშნული ცვლილების განხორციელების შესახებ შეტყობინება მისი განხორციელებიდან 2 დღის ვადაში უნდა განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე (თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში).
