ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ტუბერკულოზი – გადამდები დაავადება, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს და რომელიც ყველაზე ხშირად ჰაერის გზით ვრცელდება/გადაეცემა; ბ) – ტუბერკულოზის ფორმა, რომლის დროსაც დაავადების გამომწვევი ტუბერკულოზის მიკობაქტერია აზიანებს ადამიანის ფილტვს; გ) – ტუბერკულოზის ფორმა, რომლის დროსაც დაავადების გამომწვევი ტუბერკულოზის მიკობაქტერია აზიანებს ადამიანის სხვა ორგანოს, გარდა ფილტვისა; დ) – ტუბერკულოზის ფორმა, რომლის დროსაც დაავადების გამომწვევი ტუბერკულოზის მიკობაქტერიის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ერთი ან ერთზე მეტი წამლის მიმართ მდგრადობა (რეზისტენტობა) ლაბორატორიული მეთოდებით არის დადასტურებული; ე) – ტუბერკულოზის ფორმა, რომლის დროსაც დაავადების გამომწვევი ტუბერკულოზის მიკობაქტერია ექვემდებარება პირველი რიგის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლებით მკურნალობას; ვ) – პირი (საქართველოს მოქალაქე, უცხოელი – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი), რომლის მდგომარეობა შესაბამისმა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელმა განსაზღვრა, როგორც ფილტვის ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევა ან ფილტვის ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევა; ზ) – მდგომარეობა, რომლის დროსაც პაციენტს აღენიშნება სასუნთქი სისტემის დაზიანების სიმპტომები, რაც, მაღალი ალბათობით, ტუბერკულოზითაა გამოწვეული; თ) – მდგომარეობა, რომლის დროსაც პაციენტს დაუდასტურდა ფილტვის ტუბერკულოზით დაავადების დიაგნოზი შესაბამისი კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებით განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით; ი) – ტუბერკულოზის მიკობაქტერიების გარემოში გამოყოფით მიმდინარე ფილტვის ტუბერკულოზი, რომელიც ტუბერკულოზის კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებით განსაზღვრული ბაქტერიაგამოყოფის ლაბორატორიული გამოკვლევებით დგინდება; კ) – პირთა გამოკვლევა დაავადების ნიშნების გარეშე, ფარულად მიმდინარე დაავადების გამოსავლენად; ლ) – ტუბერკულოზით დაავადებული პირის განკურნებისათვის კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების მოთხოვნათა დაცვით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით განხორციელებული სამედიცინო და სხვა ჩარევების ერთობლიობა; მ) – „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი; ნ) – ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტის კონტაქტი ოჯახის წევრთან (მშობელთან, მეუღლესთან, შვილთან, დასთან, ძმასთან, პაციენტთან მუდმივად მცხოვრებ სხვა პირთან) ან დახურულ სივრცეში სხვა პირთან კონტაქტი დღის განმავლობაში, კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციითა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით განსაზღვრული პერიოდულობითა და ხანგრძლივობით; ო) – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; პ) – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; ჟ) – საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს საქმიანობას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3122 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. თავი II ტუბერკულოზის კონტროლი
ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ




