Статья 11^1
1. თუ სამართლებრივი ურთიერთობა მოითხოვს საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის იდენტიფიცირებასა და პირადობის დადასტურებას , ამ ურთიერთობის მონაწილე ფიზიკური ან იურიდიული პირი , რომელსაც აქვს სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან კანონით დადგენილი წესით მოპოვებული შესაბამისი პირის პირადობის ( ბინადრობის ) მოწმობის მონაცემები , უფლებამოსილია გამოიყენოს ეს მონაცემები პირის იდენტიფიცირებისათვის , როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი .
2. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, შეიძლება გამოყენებული იქნეს პირის იდენტიფიცირებისათვის, როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ პირადობის დადასტურებისათვის აუცილებელი ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით გადამოწმდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1391-სსმI, №21, 03.08.2009წ., მუხ.109 საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5852 – ვებგვერდი, 29.03.2012წ.
