Статья 20^15
1. 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის ის მოქმედი არაელექტრონული (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობები, რომლებიც გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მფლობელ პირზე პირადობის იმავე მოწმობის სანაცვლოდ გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალ მოწმობაზე დაიტანება შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლებიც დატანილია აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაზე. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4024 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. მუხლი 20 16 1. თუ ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული დაბადების თარიღი განსხვავდება ამ დოკუმენტის მფლობელის დაბადების აქტის ჩანაწერში ან/და დაბადების მოწმობაში მითითებული მისივე დაბადების თარიღისგან, ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ ამ პირზე გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ყოველ ახალ მოწმობაზე, საქართველოს მოქალაქის ყოველ ახალ პასპორტსა და საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის ყოველ ახალ პასპორტზე მისი თანხმობით დაიტანება იგივე დაბადების თარიღი, რომელიც ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ აღნიშნულ დოკუმენტშია მითითებული. ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ამ პუნქტის მიზნებისთვის იგულისხმება ამავე მუხლის ამოქმედებამდე ბოლოს გაცემული რომელიმე შემდეგი დოკუმენტი: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედი ან ძალადაკარგული მოწმობა, საქართველოს მოქალაქის მოქმედი ან ძალადაკარგული პასპორტი, საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის მოქმედი ან ძალადაკარგული პასპორტი.
