შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.მშობელმა ( მშობლებმა) ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბავშვის გაშვილებაზე თანხმობა უნდა დაადასტუროს ( დაადასტურონ) სპეციალური ფორმით, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.
3.ბავშვის მშობლის ( მშობლების) თანხმობის გარეშე გაშვილება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) სასამართლოს მიერ მშობელს ( მშობლებს) ჩამორთმეული აქვს ( აქვთ) მშობლის უფლება; ბ) სასამართლოს მიერ მშობელი ( მშობლები) უგზო- უკვლოდ დაკარგულად არის ( არიან) აღიარებული; გ) მშობელი ( მშობლები) გარდაცვლილია ( გარდაცვლილი არიან); დ) სასამართლოს მიერ ბავშვი აღიარებულია მიტოვებულად.
4.თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის ცნობილი გახდა, რომ გასაშვილებელი ბავშვის მიმართ დაწყებულია მამობის დადგენის პროცედურები, შვილად აყვანის პროცესი შეჩერდება. თუ მამობა არ დადგინდა, შვილად აყვანის პროცესი გაგრძელდება, ხოლო მამობის დადგენის შემთხვევაში შვილად აყვანის პროცესი შეწყდება.
5.თუ მშობელმა ( მშობლებმა) ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა ( ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელმაც ( რომლებმაც) ნებაყოფლობით გასცა ( გასცეს) თანხმობა ბავშვის გაშვილებაზე, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე უარი განაცხადა ( განაცხადეს) ბავშვის გაშვილებაზე, შვილად აყვანის პროცესი შეწყდება.
6.ბავშვის გაშვილებაზე თანხმობა არ უნდა იყოს განპირობებული გასამრჯელოთი, ნებისმიერი მატერიალური ან/ და არამატერიალური ქონებრივი სიკეთით ( მათ შორის, მომსახურების მიღებით), იძულებით.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.