1.მეურვეობის, მზრუნველობის ან მოვლის სხვა ფორმების წარმოშობა, შინაარსის შეცვლა და შეწყვეტა ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელსაც სამეურვეო პირი განეკუთვნება. უცხოელს, საერთაშორისო დაცვის მქონე პირს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოში აქვს, შეიძლება დაენიშნოს მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი საქართველოს სამართლის მიხედვით.
2.თუ მეურვეობის ღონისძიების გატარება აუცილებელია, მაგრამ დადგენილი არ არის, ვინ მონაწილეობს მეურვეობაში, ან თუ მონაწილე სხვა ქვეყანაში იმყოფება, გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელიც ყველაზე ხელსაყრელია სამეურვეო პირისათვის.
3.მეურვეობის, მზრუნველობის ან მოვლის დროებითი ღონისძიებები ექვემდებარება მეურვეობის დამწესებელი ქვეყნის სამართალს. საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ. საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №53 - ვებგვერდი, 15.12.2016წ. თავი VIII. სამემკვიდრეო სამართალი






