1.მზრუნველობა შეწყდება: ა) თუ გარდაიცვალა სამზრუნველო პირი; ბ) თუ სამზრუნველო არასრულწლოვანმა პირმა მიაღწია სრულწლოვანებას; გ) თუ სამზრუნველო არასრულწლოვანი პირი დაქორწინდა; დ) სხვა სამზრუნველო პირების მიმართ – თუ მოისპო მიზეზი, რომელმაც გამოიწვია მზრუნველის დანიშვნა.
2.ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულ შემთხვევებში მზრუნველობა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით.
