საანდერძო განკარგულებათა ზუსტად შესრულების მიზნით მოანდერძეს შეუძლია ანდერძით დანიშნოს ანდერძის ერთი ან რამდენიმე აღმსრულებელი როგორც ანდერძით მემკვიდრეთა წრიდან, ისე სხვა პირიც, რომელიც მემკვიდრე არ არის. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საჭიროა ანდერძის აღმსრულებლის თანხმობა, რაც მან უნდა გამოხატოს წარწერით თვით ანდერძზე ან მასზე დართულ განცხადებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 1411. ანდერძის აღმსრულებლის დანიშვნა
Редакция №140 Сверено с действующей редакцией · 25 июн. 2026 г.
Темы:Завещания



