1.თუ ქონება ლიზინგის მიმღებს არ მიეწოდა, მიეწოდა ვადაგადაცილებით ან ის არ შეესაბამება ლიზინგის ხელშეკრულების პირობებს, ლიზინგის მიმღებს უფლება აქვს, არ მიიღოს ქონება და მიმწოდებლისგან მოითხოვოს იმგვარი ქონება, რომელიც ხელშეკრულების პირობების შესაბამისი იქნება, ან/და მოითხოვოს მისგან ზიანის ანაზღაურება.
2.ქონების მიწოდების პირობების დარღვევისას ქონების დაღუპვის ან დაზიანების რისკი რჩება მიმწოდებელზე, ამ კოდექსის 580 5 მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5119 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.





