საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Статья 309^4. ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ განცხადების მიღებაზე უარის თქმა
1. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით, მათ შორის, მისი 309 2 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და განმცხადებელს დაუბრუნებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.
2. ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1395 – სსმ I, №13, 28.05.2002 წ., მუხ.50 საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6315 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.
