1.გვაროვნული ნივთების შენახვისას შემნახველს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება შეურიოს ისინი იმავე სახისა და თვისების სხვა ნივთებს, თუ ამაზე არსებობს მიმბარებლის ნებართვა.
2.ამ შერევის შედეგად წარმოშობილ საქონელზე მიმბარებლებს აქვთ საერთო საკუთრების უფლება. თითოეული მიმბარებლის წილი განისაზღვრება მის მიერ ჩაბარებული საქონლის ოდენობის შესაბამისად.
