საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 838. დამზღვევის უფლებები
1. დამზღვევს საკუთარი სახელით შეუძლია ისარგებლოს იმ უფლებებით, რომლებიც დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად ეკუთვნის დაზღვეულ პირს.
2. თუ გაცემულია სადაზღვევო მოწმობა, მაშინ დამზღვევს შეუძლია მიიღოს საზღაური დაზღვეული პირის თანხმობის გარეშე ან გადასცეს უფლება დაზღვეულ პირს მხოლოდ მაშინ, თუ დამზღვევი ფლობს სადაზღვევო მოწმობას.
3. მზღვეველი მხოლოდ მაშინ არის ვალდებული გადაუხადოს დამზღვევს დაზღვეულის სასარგებლოდ, თუ დამზღვევი დაამტკიცებს, რომ დაზღვეული პირი ეთანხმებოდა დაზღვევის ხელშეკრულებას. გ ) სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
