საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 909. კონტოკორენტში შეტანილი მოთხოვნის პიროვნული ან სანივთო უზრუნველყოფა
Редакция №138 Сверено с действующей редакцией · 1 апр. 2026 г.
1. თუ კონტოკორენტში შეტანილი მოთხოვნისათვის არსებობს პიროვნული ან სანივთო უზრუნველყოფა, მაშინ კრედიტორს ანგარიშის დახურვის შემდეგაც შეუძლია თავის სასარგებლოდ არსებული სალდოს თანხისათვის მოითხოვოს დაკმაყოფილება ამ უზრუნველყოფიდან.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი მოქმედებს მაშინაც, როცა მოთხოვნისათვის არსებობს სოლიდარული პასუხისმგებლობა.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
