1.მოსამართლე, პროკურორი, ან სხდომის მდივანი მონაწილეობას ვერ მიიღებს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, თუ: ა) იგი არ იყო თანამდებობაზე დანიშნული ან არჩეული კანონით დადგენილი წესით; ბ) საქმე არ არის ამ პროკურორის ან გამომძიებლის ქვემდებარე ანდა ამ სასამართლოს განსჯადი; გ) იგი მონაწილეობს ან წინათ მონაწილეობდა იმავე საქმეში, როგორც , , დამცველი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი, , მოწმე, ანდა ბრალდებულის, ეჭვმიტანილის, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხის ; დ) მას ამ საქმის მწარმოებელ თანამდებობის პირთან ან ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ სხვა პირებთან ნათესაური, მეგობრული ან სხვა ახლობლური ურთიერთობა აქვს; ე) ამ ნაწილში აღნიშნულ პირებს ნათესაური ან სხვა ახლობლური ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან; ვ) არის სხვა გარემოებები, რომლებიც ეჭვს ბადებს მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
