1.არ შეიძლება დაკავებული და პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში წარდგენილ იქნენ: დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირი და მისი ოჯახის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო დამცველი, მოსამართლე. ეს აკრძალვა, საქართველოს პრეზიდენტის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების გარდა, არ ვრცელდება 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
