საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 209. წინასწარი გამოძიების სტადიაზე სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევისათვის პირის პასუხისგებაში მიცემის წესი
1. თუ პროცესის რომელიმე მონაწილე წინასწარი გამოძიების სტადიაზე ჩაიდენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 კარით გათვალისწინებულ დანაშაულს (დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ), ცრუ ჩვენების მიცემის გარდა, გამომძიებელი ან პროკურორი აწარმოებს გამოძიებას ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. პროკურორის მიერ დამტკიცებული ოქმი სამართალდარღვევის შესახებ (ამ კოდექსის 203-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით ან 205-ე მუხლით გათვალისწინებულ საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის) და თანდართული მასალები დაუყოვნებლივ იგზავნება სასამართლოში. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
