1.პროკურორი საქმის წარმოების დამთავრებამდე ნივთიერი მტკიცებულების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართავს , მიხედვით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1.პროკურორი საქმის წარმოების დამთავრებამდე ნივთიერი მტკიცებულების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართავს , მიხედვით.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, პროკურორის მონაწილეობით. შუამდგომლობის განხილვის შესახებ ეცნობება ნივთის მესაკუთრეს ან მფლობელს (თუ ასეთი ცნობილია), რომელსაც უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში. ნივთის მესაკუთრის (მფლობელის) გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს შუამდგომლობის განხილვას.
3.შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მოსამართლე ნივთიერ მტკიცებულებას მიაქცევს სახელმწიფო საკუთრებაში ან გამოაქვს დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4.მოსამართლის მიერ ნივთიერი მტკიცებულების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: დადგენილების გამოტანის დრო და ადგილი; მოსამართლის გვარი; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; ნივთის აღწერილობა და საიდენტიფიკაციო ნიშნები; ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი (თუ ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი უცნობია, მითითება მესაკუთრის (მფლობელის) დაუდგენლობის თაობაზე), სად და ვისთან ინახება იგი; გადაწყვეტილება ნივთის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი, შეასრულოს დადგენილება; დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადები.
5.მოსამართლის მიერ გამოტანილ დადგენილებაში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ უნდა აღინიშნოს: დადგენილების გამოტანის დრო და ადგილი; მოსამართლის გვარი; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; ნივთის აღწერილობა და საიდენტიფიკაციო ნიშნები; ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი (თუ ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი უცნობია, მითითება მესაკუთრის (მფლობელის) დაუდგენლობის თაობაზე), სად და ვისთან ინახება იგი; გადაწყვეტილება ნივთის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევაზე უარის თქმის თაობაზე; დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადები.
6.დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შესაძლებელია მისი გამოტანიდან შვიდი დღის ვადაში ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს 72 საათის განმავლობაში. საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239 თავი XXX საჩივარი
Изменения, которые прошла эта статья
Defines the process for a prosecutor to seek court order for state acquisition of material evidence.
акт об изменении №21748Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ