საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 285. ბრალდების შეცვლა და უარი ბრალდებაზე
1. გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი უფლებამოსილია, წინასწარი გამოძიებისას წარდგენილი ბრალდების შეცვლის ან შევსების საჭიროების შემთხვევაში პირს ახალი ბრალდება წარუდგინოს ამ კოდექსის 283-ე და 284ე მუხლებით გათვალისწინებული წესით. ახალ დადგენილებაში აგრეთვე მიეთითება, რომ გაუქმებულია თავდაპირველად გამოტანილი დადგენილება პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. პროკურორი წინასწარი გამოძიებისას წარდგენილი ბრალდების შეცვლის ან შევსების საჭიროების შემთხვევაში პირს ახალ ბრალდებას წარუდგენს უშუალოდ საბრალდებო დასკვნაში, ამ კოდექსის 415-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
2. პროკურორს ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელს უფლება აქვს შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ბრალდებულის მიმართ, წაყენებული ბრალდების ამა თუ იმ ნაწილში.
3. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილება გადაეცემა ბრალდებულსა და დამცველს.
4. ბრალდების შეცვლის, შევსებისა და მასზე უარის შესახებ საკითხის გადასაწყვეტად პროკურორს უფლება აქვს წინასწარი გამოძიების ნებისმიერ მომენტში მოსთხოვოს გამომძიებელს სისხლის სამართლის საქმე არა უმეტეს 3 დღის ვადით. საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 კარი მეშვიდე საგამოძიებო მოქმედება თავი XXXVI ზოგადი დებულებანი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ
