საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 284. ბრალდების წაყენება
1. გამომძიებელი ან პროკურორი ბრალდების წასაყენებლად გამოძახებულ პირსა და მის დამცველს გააცნობს დადგენილებას პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. გამომძიებელი პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს. გამოძახებული პირი და დამცველი წერილობით ადასტურებენ, რომ ისინი გაეცნენ დადგენილებას. დადგენილების ასლს ბრალდებულის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხით გამომძიებელი ან პროკურორი გადასცემს ბრალდებულსა და დამცველს. გარდა ამისა, გამომძიებელი ან პროკურორი, დამცველის მონაწილეობით, ბრალდებულს განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს. 1 1 . თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, გამომძიებელი ან პროკურორი მის მიმართ ბრალდების წასაყენებლად იძახებს ბრალდებულის დამცველს და გააცნობს დადგენილებას პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რაც ჩაითვლება ბრალდების წაყენებად. ბრალდებულის დამცველი წერილობით ადასტურებს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გაცნობას.
2. ბრალდების წაყენების შემდეგ ბრალდებულს აქვს თავის დამცველთან პირისპირ კონსულტაციის უფლება. თუ ბრალდებული დაკავებულია, მის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი.
