საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 325. პირადი ჩხრეკა და ამოღება
1. ამ კოდექსის 316-ე–317-ე მუხლებში აღნიშნული საფუძვლების არსებობისას გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს ამოიღოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი ან დოკუმენტი, რომელიც აღმოჩენილია პირის ტანსაცმელზე, მის ხელთ არსებულ ნივთებში ან სხეულზე.
2. პირადი ჩხრეკა ან ამოღება ტარდება 321–324-ე და 326-327-ე მუხლებში აღნიშნული წესებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) გარეშე პირადი ჩხრეკა ან ამოღება შეიძლება შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ 142-ე მუხლის შესაბამისად, ეჭვმიტანილის შეპყრობისას არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მას თან აქვს იარაღი ან ცდილობს თავიდან მოიშოროს მტკიცებულება, რომელიც ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში; ბ) ამ კოდექსის 145-ე მუხლის მიხედვით პოლიციაში ეჭვმიტანილის მიყვანის შემდეგ დაკავების ოქმის შედგენისას. გ) ბრალდებულის დაპატიმრებისას, თუ საკმარისი საფუძველი არსებობს ვარაუდისათვის, რომ მას თან აქვს იარაღი, საგანი, რომლის შენახვაც კანონით იკრძალება, ანდა საგანი ან დოკუმენტი, რომელსაც საქმისათვის მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს; დ) თუ საკმარისი საფუძველი არსებობს ვარაუდისათვის, რომ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების ადგილას მყოფი პირი მალავს ამოსაღებ საგანს ან დოკუმენტს.
