საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 41. სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილება და უარყოფა
1. სასამართლოს უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს ან უარყოს სამოქალაქო სარჩელი გამამტყუნებელ განაჩენში, აგრეთვე ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“, „ლ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებში და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლებით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში (განჩინებაში).
2. სასამართლო ვალდებულია უარყოს სარჩელი ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებში და მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას.
3. სასამართლო ვალდებულია არ განიხილოს სარჩელი ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას, აგრეთვე თუ სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით.
4. თუ 37 1 მუხლით გათვალისწინებული სარჩელი შეტანილია თანამდებობის პირის მიმართ, სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს და შესაბამისად გადაწყვეტილება გამოიტანოს სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვისაგან დამოუკიდებლად. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
