2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სისხლისსამართლებრივი დევნა აგრეთვე არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული უნდა შეწყდეს, თუ: ა) პირს არ მიუღწევია იმ ასაკისათვის, რომლიდანაც დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე–38-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ბ) გარდაიცვალა ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმის წარმოება საჭიროა გარდაცვლილის რეაბილიტაციისა და ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გამოძიების წარმართვისათვის; გ) გასულია ამ კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვადა; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322 1 , 344-ე ან 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან/და 143 2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულად ყოფნის გამო; ე) პირმა დანაშაული ჩაიდინა შეურაცხაობის მდგომარეობაში, რაც დადასტურებულია სახელმწიფო სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა აგრეთვე უნდა შეწყდეს ბრალდების იმ ნაწილში, რომლისთვისაც იგი არ ყოფილა გადმოცემული საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ წინასწარი გამოძიების დროს გადაწყვეტილებას დასაბუთებული დადგენილებით ან განჩინებით იღებს პროკურორი ან სასამართლო (მოსამართლე). 3 1 . თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, და დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მას არ შესრულებია 18 წელი, პროკურორი უფლებამოსილია დასაბუთებული დადგენილებით მიიღოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დევნის საჯარო ინტერესის არარსებობის გამო. 3 2 . ამ მუხლის 3 1 ნაწილით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვანთან გააფორმოს ხელშეკრულება განრიდების ან მედიაციის შესახებ, რომლის პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 3 3 . თუ არასრულწლოვანი არაჯეროვნად ასრულებს ამ მუხლის 3 2 ნაწილით გათვალისწინებული, მასთან გაფორმებული განრიდების ან მედიაციის შესახებ ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებას, პროკურორი უფლებამოსილია დასაბუთებული დადგენილებით გააუქმოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და ახალი დასაბუთებული დადგენილებით დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა.
5. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „პ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოებები გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო ამთავრებს საქმის განხილვას და გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, ამასთანავე, განსასჯელს ათავისუფლებს სასჯელის მოხდისაგან.
6. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ე“, „ვ“, „ლ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტა დაუშვებელია, თუ ბრალდებული ამის წინააღმდეგია. ასეთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება გრძელდება ჩვეულებრივი წესით და მთავრდება გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენითა და განსასჯელის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51 საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2006 წლის 20 ივნისის კანონი №3310 - სსმ I, №25, 13.07.2006წ., მუხ.197 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №796 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.283 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2642 - სსმ I, №9, 15.03.2010წ., მუხ.32 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3521 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.279