გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება: ბრალდების არსი, რომლითაც სამართალში მისცეს; მიერ დადგენილი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს სასამართლოს დასკვნას განსასჯელის უდანაშაულობის შესახებ; მოტივი, რომელიც ხსნის, თუ რატომ მიიჩნევს სასამართლო არასარწმუნოდ ან არასაკმარისად მტკიცებულებას, რომელსაც ემყარებოდა განსასჯელის მიმართ წაყენებული ბრალდება, ანდა რატომ მიიჩნევს სასამართლო, რომ არ არსებობს დანაშაულის შემთხვევა, ან რომ განსასჯელის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის დანაშაული; სამოქალაქო სარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მოტივები. საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 510. გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
Редакция №103 Сверено с действующей редакцией · 14 дек. 2018 г.



