გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება: ა) ბრალდებულის სახელი და გვარი; ბ) გადაწყვეტილება ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ; გ) გადაწყვეტილება ბრალდებულისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, ხოლო თუ იგი პატიმარია – აგრეთვე მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ; დ) გადაწყვეტილება საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ; ე) გამართლებულის უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი; ვ) განაჩენის გასაჩივრების უფლება, რა ვადაში და სად შეიძლება გასაჩივრდეს ის.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 276. გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი
Редакция №178 Сверено с действующей редакцией · 25 июн. 2026 г.
