საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 53. მოსამართლის თანაშემწე
მოსამართლის თანაშემწე მოსამართლის დავალებით ამზადებს სისხლის სამართლის საქმეს სასამართლო სხდომაზე განსახილველად, პროცესის მონაწილეებს ატყობინებს სასამართლო სხდომის დროსა და ადგილს, ამზადებს სასამართლო გადაწყვეტილების პროექტებს, აგრეთვე საპროცესო დოკუმენტების ასლებს და, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მათ გადასცემს სამართალწარმოების მონაწილეებს, უზრუნველყოფს ნივთიერ მტკიცებულებათა დაცვა-შენახვას, მოსამართლეს უწევს სხვა ტექნიკურ დახმარებას. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
