სასამართლო სხდომის თავმჯდომარე წარმართავს სხდომას, მოსამართლეთა თათბირის მიმდინარეობას; მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, დაუბრკოლებლად წარმოადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებანი; განხილვას განარიდებს ყველაფერს, რასაც კავშირი არა აქვს საქმესთან; უზრუნველყოფს კანონიერებასა და სამართლიანობას საქმის განხილვისას; მხარეებს განუმარტავს მათ უფლებებს; სხდომის დარბაზიდან აძევებს წესრიგის დამრღვევს და აკისრებს მას ფულად ჯარიმას ამ კოდექსით დადგენილი წესითა და ოდენობით. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 52. სასამართლო სხდომის თავმჯდომარე
Редакция №103 Сверено с действующей редакцией · 14 дек. 2018 г.
