1.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის უსრულობა და ცალმხრივობა ყველა შემთხვევაში ნიშნავს, რომ არ დაუკითხავთ ან არასრულად დაკითხეს ის პირები, რომელთა ჩვენებებსაც მნიშვნელობა აქვს ჭეშმარიტების დასადგენად; არ ჩატარებულა ექსპერტიზა, თუმცა მისი ჩატარება კანონის თანახმად სავალდებულო იყო; არ შესრულებულა სხვა საპროცესო მოქმედებები, რომლებიც საჭირო იყო საქმის ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად; არ გამოუთხოვიათ დოკუმენტები და არ აღმოუჩენიათ ნივთიერი მტკიცებულებები, რომელთა გარეშეც განაჩენი ვერ ჩაითვლება დასაბუთებულად; არ შემოწმებულა განსასჯელისა და დამცველის მიერ ბრალდების გასაბათილებლად გამოთქმული მოსაზრებები; არ გამოკვლეულა გარემოებები, რომლებიც აღნიშნულია სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნების შესახებ. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
Изменения, которые прошла эта статья
Changes relate to the principles governing criminal procedure.
акт об изменении №29152Unspecified change.
акт об изменении №11614Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.